მიზეზი შეიძლება იყოს რამოდენიმე:
მიზეზი შეიძლება იყოს რამოდენიმე:
მობილური აპლიკაციებით სარგებლობა სრულიად უფასოა (როგორც მომხმარებლებისთვის, აგრეთვე პროდუქტის/მომსახურების გამყიდველებისთვის)
განვადებით ნივთის შეძენისთვის უკვე უნდა იყოთ რეგისტრირებული სისტემაში, როგორც ვერიფიცირებული მომხმარებელი.
მას შემდეგ რაც, ეწვევით გამყიდველ ობიექტს მობილურ აპლიკაციაში უნდა შეიყვანოთ აღნიშნული ობიექტის საიდენტიფიკაციო კოდი. (აღნიშნული აგრეთვე შესაძლებელია ბარკოდის სკანირებით)
არა, მომხმარებელის ფინანსურ ინსტიტუტში მისვლა არ უწევს განვადების პროცედურის დასასრულებლად არც ერთ ეტაპზე. დისტანციური განვადები ყველა ეტაპი სრულად დისტანციურად ხორციელდება.
არა, განვადების ხელშეკრულებაზე ხელმოწერა ელექტრონულად ხდება მობილური აპლიკაციის მეშვეობით.
საჭიროების შემთხვევაში შეგიძლიათ PDF ფორმატით ჩამოტვირთთოთ აღნიშნული კონტრაქტი.
თუ მომხმარებელი სრულად არის იდენტიფიცირებული და ვერიფიცირებული აღნიშნულ ფინანსურ ინსტიტუტში განაცხადის გადაგზავნა ბანკში ხდება მომენტალურად.
დისტანციური იდენტიფიკაცია/ვერიფიკაციის პროცედურა გულისხმობს მომხმარებლის მიერ თავისი სმარტფონიდან პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტისთვის ფოტოს გადაღებას და ვიდეო სელფის გადაღებას, რომლის დროსაც მომხმარებელმა უნდა შეასრულოს სისტემის მიერ მოთხოვნილი დავალება, რომელიც გულისხმობს სისტემის მიერ შემთხვევითი წესით შერჩეულ მომენტში ნეიტრაული სახის მიღებას და გაღიმებას.
მომხმარებელი კრედიტინფოს ბაზაში გადამოწმების თანხმობას გამოხატავს ელექტრონულად განაცხადის ბანკში გადაგზავნის მომენტში. თანხმობაზე დათანხმება გულისხმობს მომხმარებლის მიერ კრედიტინფოს თანხმობის ტექსტის გახსნას, ჩამოსქროლვას და ჩეკბოქსის მონიშვნით დათანხმებას
მას შემდეგ რაც ფინანსური ინსტიტუტი დაამტკიცებს სესხს მომხმარებელს საშუალება ეძლევა რომ მოაწეროს ხელი ელექტრონულად სესხის ხელშეკრულებას. ამ მიზნით მომხმარებელი ეცნობა ხელშეკრულების ტექსტს და ჩეკბოქსის მონიშვნით ადასტურებს აღნიშნულ ხელშეკრულებაზე თანხმობას. აგრეთვე ელ. ხელმოწერის დროს ხდება სმს კოდის მეშვეობით დამატებითი ვერიფიკაციის გავლა.
პაროლის ცვლილებისთვის აუცილებელია წვდომა გქონდეთ იმ ტელეფონის ნომერზე, რომლითაც გაიარეთ საწყისი რეგისტრაცია სისტემაში. პაროლის ცვლილება ხორციელდება ტელეფონზე გამოგზავნილი ვერიფიკაციის კოდის მეშვოებოთ.
არა. ერთი ტელეფონის ნომრით შესაძლებელია მხოლოდ ერთი უნიკალური მომხმარებლის რეგისტრაცია.
მობილური აპლიკაციის მეშვეობით საწყისი რეგისტრაციის დროს მითითებული ტელეფონის ნომრის ცვლილება შეუძლებელია. ამ ტიპის პრობლემის შემთხვევაში მომხმარებელმა უნდა მიმართოს სკანი სოლუშენსის საპორტს და მხოლოდ წერილობითი მიმართვის შემთხვევაში შეიძლება რომ მოხდეს ტელეფონის ნომრის ცვლილება.
მობილური აპლიკაციის მეშვეობით უკვე შექმნილი ანგარიშის დეაქტივაცია შეუძლებელია. დეაქტივაცია შესაძლებელია მხოლოდ სკანი სოლუშენსის საპორტისთვის წერილობითი მიმართვის საფუძველზე.
არა. ვერიფიკაციის გავლა განვადების განაცხადის გაკეთების აუცილებელი პირობაა.
აღნიშნული ლიმიტი განისაზღვრება კონკრეტული ფინანსური ინსტიტუტის. თანხის ლიმიტების ნახვა უშუალოდ მობილური აპლიკაციაში შეუძლია მომხმარებელს.
პარტნიორი ობიექტი შეიძლება გახდეს საქართველოს კანონმდებლობით რეგისტრირებული იურიდიული პირი, რომლიც ლეგალურ სამეწარმეო საქმიანობას ეწევა ამავე კანონით განსაზღვრული პრინციპების დაცვით.
პარტნიორი ობიექტის წარმომადგენელმა თავის სმარტფონში AppStore-დან ან PlayStore-დან უნდა გადმოწეროს ჩვენი აპლიკაცია SkanyPartner და გაიაროს რეგისტრაციის პროცედურა. რეგისტრაციის პროცედურის დასრულების შემდეგ პარტნირი ობიექტს მიენიჭება არავერიფიცირებული პარტნიორი ობიექტის სტატუსი. არავერიფიცირებულ პარტნიორ ობიექტს უკავშირდება სკანი სოლუშენსის წარმომადგენელი და აფორმებს კონტრაქტს პარტნიორ ობიექტთან, მხოლოდ ამის შემდეგ პარტნიორ ობიექტს ენიჭება სტატუსი ვერიფიცირებული და შეუძლია ჩაერთოს დისტნაციური განვადების სერვისში.
დიახ, პროგრამაში ჩაშენებეულია აღნიშნული ფუნქციონალი. ერთ პარტნიორ ობეიქტს შეიძლება რომ გააჩნდეს რამდენიმე წარმომადგენელი.
პარტნიორი ობეიქტის დისტანციური განვადების სისტემაში ჩართვა სრულად უფასოა.
მას შემდეგ რაც მომხმარებელი ავსებს განაცხადს, ახალი განაცხადი ავტომატურად აისახება პარტნირი ობიექტის მობილუირი აპლიკაციში. ინვოისის შევსებისთვის პარტნიორი ობიექტი ავსებს გასაყიდი პროდუქტის დასახელებას, ფასს, რაოდენობას, თანამონაწილეობის თანხას და სხვა დამატებით დეტალებს ასეთის არსებობის შემთხვევაში.
მას შემდეგ რაც ელექტრონული ხელმოწერის პროცედურა დასრულდება, პარტნიორი ობიექტი მომხმარებელს ანიჭებს უფლებას რომ გაიტანოს ნივთი. პროგრამულად მობილურ აპლიკაციაში პარტნიორი ობიქტის წარმომადგენელი განვადებას ანიჭებს სტატუსს ნივთი გატანილია.
დიახ. მომხმარებელს აქვს შესაძლებლობა, რომ არ დაეთანხმოს პარტნიორი ობიექტის მიერ შევსებულ განვადების ინვოისს. აღნიშნული ხდება უარყოფა ღილაკზე დაჭერით. აღნიშნული მოქმდების განხორციელების შემთხვევაში განვადების ინვოისი უქმდება.
დიახ. მომხმარებელის აქვს შესაძლებლობა მობილუირ აპლიკაციიდან უარყოფა მისცეს დამტკიცებულ განვადების განაცხადს.